Tuesday, 5 July 2016

მეცხრე დღის რეფლექსია

დღევანდელ დღეს გავეცანით მოდულ 8-ს მოვახდინეთ სასწავლო პროექტის კორტფოლიოს ჩვენება. დავამთავრეთ პორტფოლიოს პრეზენტაცია. მოვისმინეთ ერთმანეთის ნამუშევრები და მივეცით რჩევები.
ბლოგზე ავტვირთეთ პორტფოლიო.

Monday, 4 July 2016

მერვე დღის რეფლექსია

გავიმეორეთ წინა რესურსის მასალებს ახალი მასალა შეეხებოდა ფასილიტაციის რესურსებს. შევქმენით ფასილიტაციისათვის საჭირო რესურსი და ელექტრონული კითხვარი

Friday, 1 July 2016

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღევანდელ დღეს გავეცანით მეექვსე მოდულს ინდივიალურ განსხვავებებს სწავლების დროს. გარდნერის მრავალმხრივ ინტელექტს , ასევე გავეცანით ფსიქოლოგ ნანა ლაბარტყავას პრეზენტაციას  შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის შაბლონი

Wednesday, 29 June 2016

მეექვსე დღის რეფლექსია

დღევანდელ დღეს ვიმუშავეთ წყვილებში გავუზიარეთ ერთმანეთს მოსწავლის ნამუშევრები გავითვალისწინეთ რჩევები. ასევე ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე. შევქმენით რამდენიმე სახის რუბრიკა, რაც მომავალში გამომადგება

Tuesday, 28 June 2016

მეხუთე დღის რეფლექსია

გავეცანით მოდულ 3. კავშირებს. ვისწავლეთ როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლის პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით.
ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე. რას ნიშნავს ,,ლეგიტიმური გამოყენება?" გავეცანით APA და MLA სტანდარტებს.
ინტერნეთი განვიხილეთ როგორც არამხოლოდ ინფორმაციის მოპოვებისსაშუალება არამედ როგორც კომუნიკაციის საშუალებაც.
  ასევე განვიხილეთ მოდული 4. სასწავლო ნიმუშის შექმნა. ვისაუბრეთ თუ როგორ უვითარებს ის მოსწავლეს  მაღალ სააზროვნო უნარებს, პრობლემების დანახვისა და მათი გადაჭრის უნარს.
ვიმუშავეთ ასევე მოსწავლის ნამუშევრის შექმნაზე.

Friday, 24 June 2016

მეოთხე დღის რეფლექსია

დღეს გავეცანით მოდული 2-ის 3 აქტივობას. განვიხილეთ თუ როგორი საჭიროა პროექტის დაწყებიდან დამთავრებამდე მისი უწყვეტი შეფასება. შევქმენით შეფასების დროის ჩარჩო. გავიაზრეთ როდის რა ინსტრუმენტებსა და მეთოდებს გამოვიყენეთ,შევქმენით წინარე ცოდნის შეფასების ფორმა. გავიხსენეთ საპრეზენტაციო პროგრამაში მუშაობა.
      დავიწყეთ ჩვენი პროექტის პორტფოლიოს მომზადება.

Wednesday, 22 June 2016

მესამე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე დატვირთული და საინტერესოა. განვიხილეთ მოდული 2. , სადაც გავეცანი პროექტისათვის სტანდარტის შერჩევას. გავიგეთ შერჩეული სტანდარტიდან როგორ გამოვკვეთოთ მიზნები.
    ვისაუბრეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვების ფორმულორებაზე. გავაანალიზეთ სამივე შეკითხვის ტიპი, რომელთა გამოყენებაც საკმაოდ დიდ ინტერესსა და შედეგს გვაძლევს გაკვეთილზე.